ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. რამდენიმე წუთის წინ ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 63 წლის ქალია, რომელსაც პირველადი დახმარება, სასწრაფოს მისვლამდე, ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, დაშავებული კი “გორმედში” გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დატოვეთ კომენტარი