ანალიტიკა / გამოძიება

“ოცნების” აქციის დღეს შვებულება გორის მერიასა და საკრებულოში 103-მა პირმა დაწერა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 27 ოქტომბერს 103 შვებულება დაიწერა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, უმრავლესობა “ქართული ოცნების” აქციაზე გაემგზავრა. მერიის ინფორმაციით, შვებულება ამ დღისთვის საკრებულოში 13-მა, გორის მერიაში კი 90-მა წარმომადგენელმა დაწერა.

  • პოლიტიკური თანამდებობის პირი – 2
  • სამსახურის ხელმძღვანელი – 6
  • სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – 4
  • განყოფილების ხელმძღვანელი -10
  • სპეციალისტი – 64
  • ხელშეკრულებით აყვანილი პირი – 4


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი 2021 წლის 27 ოქტომბერს შვებულებით ისარგებლა: პირველადი სტრიქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, პირველი რანგის პროფესიულმა საჯარო მოხელემ, აპარატის უფროსმა, ასევე საკრებულოს მეორე კატეგორიის 10-მა უფროსმა სპეციალისტმა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა 2-მა პირმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.