ახალი ამბები

გამყრელიძეს სურს, რომ გორსა და 9 ქალაქში ვაქცინაციის მოწოდება კონცერტებით მოხდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ღონისძიება განიხილა. გამყრელიძის განცხადებით, გორსა და კიდევ 9 ქალაქში, სადაც მოსახლეობის 2/3-ზე მეტი ცხოვრობს, სახეცვლილი მარათონის მოწყობაა საჭირო რაც პარასკევს, შაბათს და კვირას მასობრივი აცრების აქციებს გულისხმობს.

“ადამიანებისთვის კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ, შეიძლება იყოს ღია სივრცეში კონცერტი, შეიძლება იყოს გამორჩეული სახეების მოწოდებები და გამოსვლები. მათ შორის, ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის, ასევე ქვეყნის პირველი პირებიც ჩაერთვებიან. დაგეგმილია ასეთი ტიპის ღონისძიებები მომავალი ორი თვე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.