ანალიტიკა / გამოძიება

ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულ გორის სპორტულ კომპლექსში ღონისძიება გაიმართა

გორის სპორტის სასახლეში პირველი სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც გორის საკალათბურთო კლუბი “ივერიონი” წარადგინეს. პარალელურად, სპორტის სასახლეში დამონტაჟდა საკალათბურთო ფარები, გაიმართა ტაბლო და LED-მონიტორი.

ღონისძიება თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა. გავრცელებულ ფოტოებიდან ჩანს, რომ სპორტულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, გორის მერის მოადგილე და იმ პერიოდისთვის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდნენ.

გუბნერნიაში აცხადებენ, რომ ობიექტი გორის მერიის ბალანსზე ამ დრომდე არ არის გადაცემული და ექსპლუატაციაშიც სავარაუდოდ არ შესულა, თუმცა შენობის ვარგისად აღიარების გადაწყვეტილებამდე დარბაზში სპორტული ღონისძიება მაინც ჩაატარეს.

ინფორმაციისთვის, ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანია, რომელმაც გორში სპოტის სასახლე ააშენა საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების შეფასებით, პროცესების დასრულებამდე ობიექტის ფუნქციონირების საკითხი ოფიციალურად შესაძლოა ისევ გაჭიანურდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.