ახალი ამბები

ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე “გორი ინნი” 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

გორში მომავალი წლისთვის ახალი სასტუმრო გაიხსნება. ობიექტი, სახელწოდებით “გორი ინნი” 100 ნომრიანი იქნება და ის ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე განთავსდება. სასტუმროს Inn Group-ი აშენებს.

“გორი ინნი 100-ნომრიანი სასტუმრო იქნება, ყოფილი ცირკის ტერტორიაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სასტუმროს გახსნა გადავწყვიტეთ არის ის, რომ ქალაქი არ იყენებს თავისი ტურისტული პოტენციალს, რომელიც უდავოდ აქვს. გორში არის საქართველოში ყველაზე პოპულარული, ეროვნულ მუზეუმზე უფრო ხშირად მონახულებადი მუზეუმი (სტალინის). სამწუხაროდ, ეს არ აისახება გორზე და გორის ეკონომიკაზე. ამიტომ, ვთვლით, რომ სასტუმროს ფუნქციონირებით პოპულარიზაციას გავუწევთ გორს არა მხოლოდ უცხოელ, ქართველ ტურისტებშიც”, – აღნიშნა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.

ინფორმაციისთვის, გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორია “ქართული ოცნების” შემომწირველს და ახლა უკვე საკრებულოს წევრს ბორისი გოგიჩაიშვილს გადასცეს. ბიზნესმენი გასულ წელს აცხადებდა, რომ სასტუმროს მშენებლობაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულები და გორს მალე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა შეემატებოდა.

დატოვეთ კომენტარი