ანალიტიკა / გამოძიება

გორის ახალ საკრებულოში მხოლოდ 3 ფრაქცია შეიქმნება

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 პარტია შედის, რაც იმას ნნიშნავს, რომ ფრაქციების რაოდენობაც ამდენივე იქნება.

თვითმმართველობის კოდექსი ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, ერთიდაიგივე პარტიის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ. გორის ახალ საკრებულოში წევრები ეყოლება “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტიას “საქართველოსთვის”.

ჯერ კიდევ მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ საკრებულოში ფრაქცია შეიძლება ორი ან მეტი პარტიის წევრებმა შექმნან.

ინიციატორთა განმარტებით, საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.