ახალი ამბები

სოფელ ყელქცეულში სახელმწიფო პროგრამით სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.

კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში,  500 ტონამდე  ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი და 6 ადამიანია დასაქმებული.

“სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში   56   შემნახველი  და სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა.   შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15 000 ტონაზე მეტი პროდუქციის  შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი გაიცა”, – განმარტავენ პროგრამის წარმომადგენლები.

ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად  დაათვალიერა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.