ახალი ამბები

ექსპერტთა ჯგუფმა გორში ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულება გადაამოწმა

ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორში იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მერიის სოციალური პროექტები და გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები. ამასთან, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე, რა პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. პროცედურის მიხედვით, ისინი ადგილზე შეაფასებენ მდგომარეობას და დაწერენ შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.