ახალი ამბები

გორის სასამართლოში 4 ვაკანსიაა

გორის რაიონულმა სასამართლომ 4 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოახადა.

სასამართლოში ვაკანტურია მოსამართლის თანაშემწის, მანდატურის სამსახურის უფროსის, ასევე ერთი მანდატურის და სხდომის მდივნის პოზიციები.

გორის რაიონული სასამართლო ახალ კადრებს ღია კონკურსის წესით შეარჩევს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადები 24 ნოემბრის ჩათვლით გააგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის hr.gov.ge საშუალებით.

დატოვეთ კომენტარი