ახალი ამბები

გორში აქციის დროს დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან

გორში, პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” მიერ მოწყობილი აქცია-პერფორმანსის დროს დაკავებულები ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ამის შესახებ, რადიო “მოზაიკას” მათმა უფლებადამცველმა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ლექსო მერებაშვილმა განუცხადა.

“მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.ხომერიკი და გრიგალაშვილი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები და წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება” , – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

მერებაშვილს დაკავებულებთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. პარტიამ “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” აქცია-პერფორმანსი საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოაწყო, მათ შორის გორში. მათი მოთხოვნაა ის, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და ამასთან, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები