ახალი ამბები

გორში პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” აქციაზე ერთი პირი დააკავეს

გორში პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” აქცია-პერფორმანსის დროს ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული პარტიის აქტივისტი ბადრი გრიგალაშვილია, რომელმაც პერფორმანსის ფარგლებში კომბინატის დასახლებაში, პოლიციის შესასვლელი ავტომობილით გადაკეტა.

“გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

მსგავსი ტიპის აქცია-პერფორმანსი რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის შენობების შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები