ახალი ამბები

გორში, თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიხსნა

გორში, დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიხსნა თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით, 17-19 წლის 100 – მდე სპორტსმენი 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

მოჭიდავეებმა, რომლებმაც შესარჩევი ეტაპები წარმატებით გადალახეს, გამარჯვებისთვის ხვალ, 14 ნოემბერს, ფინალურ შეხვედრებში იბრძოლებენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები და სხვა საჩუქრები გადაეცემათ. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდებიან ჩემპიონების (I საპროზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ღონისძიება ნუგზარ სხირელის დაბადების დღეს მიეძღვნა.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება წელს პირველად ტარდება. ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი