ახალი ამბები

გორში, ნუგზარ სხირელისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი ჩატარდა 

გორში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, დამსახურებული მწვრთნელის – ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, პირველი მემორიალური ტურნირი ჩატარდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები და სხვა საჩუქრები. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპროზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.

შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით 2002 – 2004 წლებში დაბადებულმა 100 – მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ 10 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიება ნუგზარ სხირელის დაბადების დღეს მიეძღვნა. მას 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.