ანალიტიკა / გამოძიება

რატომ ვერ მონაწილეობს გორის ახალი საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის განხილვაში?

გორში, ახალი საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი არჩევნებამდე თვენახევრის შემდეგაც უცნობია. მოქმედი თავმჯდომარე დავით რაზმაძე ფიქრობს, რომ ახლადარჩეული დეპუტატების შეკრება ნოემბრის თვეს არ გასცდება. ამ ფონზე კი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ძველი საკრებულოს წევრები კომისიის სხდომებზე განიხილავენ და მერისთვის მოსამზადებელ შენიშვნებზე მუშაობენ. შენიშვნების დოკუმენტი მერმა საკრებულოსგან 25 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის შედგენაში ძველი საკრებულოს დეპუტატები მონაწილეობენ, შენიშვნებსაც ისინი მოამზადებენ და ბიუჯეტის დარედაქტირებულ ვერსიას ახლადარჩეული დეპუტატები დაამტკიცებენ, შემდეგ კი მის განკარგვაშიც ჩაერთვებიან.

არსებული კანონმდებლობით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, არჩევნების შედეგების შესახებ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. ეს ვადა კი გორში, სადაც კენჭისყრა პირველივე ტურით დასრულდა, 15 ნოემბერს ამოიწურა, თუმცა ახალი საკრებულო მაინც არ შეკრებილა. არჩეულმა დეპუტატებმა პირველი სხდომის ზუსტი თარიღი ისევ არ იციან. ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე კი საკრებულომ საკადრო პოლიტიკის თემები უნდა გაიაროს და თავმდჯომარისა და მოადგილეების, ასევე ფრაქციებისა და კომისიების გადანაწილების საკითხები დაამტკიცოს.

საკრებულოების პირველი შეკრების თარიღს ცენტრიალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე კი ახალი საკრებულოს მონაწილეობით, მთელი რიგი პროცესები ჭიანურდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.