ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გენადი ბესტაევის დას პროდუქტი მიუტანა 

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გენადი ბესტაევის დას ნაირა გუდაძეს შეხვდა და პროდუქტი ჩაუტანა.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.