ახალი ამბები

გორში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოქალაქეთა ტესტირების პროცესი განაახლა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა covid-19 – ის ტესტირების მიზნით, მოქალაქეთა მიღება განაახლა. ორგანიზაცია ამისთვის 3 საათის განმავლობაში იმუშავებს. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მაღალი მიმართვიანობის შედეგად მიიღეს.

“ტესტირების მსურველთა მხრიდან იყო ძალიან დიდი მიმართვიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით აღგვედგინა მუშაობა. პარალელურად ჩვენი თანამშრომლები გადიან ბინაზეც მათ შორის სოფლებში და გეგმიური ტესტირება ჩვენ არც შგვიწყვეტია. სამინისტროს ცხელი ხაზიდან კომუნიკაციის საფუძველზე”, – განმარტა მარი გიუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 1 ნოემბრიდან ამ დრომდე არაგეგმიური ტესტირება ჯანდაცვის ცენტრში შეჩერებული იყო, ამჯერად კი მათ 10:00- დან 13:00 საათამდე მოემსახურებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.