ახალი ამბები

ინციდენტი გორის ცენტრში – ნაცემია ერთი მოქალაქე

გორის ცენტრში ინციდენტი მოხდა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე პიროვნებამ ერთი მოქალაქე სცემა. როგორც თვითმხილველები ყვებიან დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი ვარაუდით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის დეტალებს სწავლობენ. დაპირისპირების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

დატოვეთ კომენტარი