ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი: ის რასაც ორგანიზაცია “ოცნება” აკეთებს გაცდენილია ყოველგვარ გონივრულ ზღვარს

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი 2022 წლის ბიუჯეტის განხილვას ეხმაურება.

ხოჯევანიშვილის თქმით როდესაც ახალ ბიუჯეტს ძველი შემადგენლობა ამტკიცებს, ეს არის ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, რითაც ქვეყანა ზარალდება.

“ის რასაც დღეს ორგანიზაცია ,,ოცნება” აკეთებს გაცდენილია ყოველგვარ გონივრულ ზღვარს, როდესაც არსებობს ახალი საკრებულო, ახალი მერები, ახალი შემადგენლობები და მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებს საკრებულოს ძველი შემადგენლობა, ამას რაიმე სათაური მოუძებნო, უბრალოდ წარმოუდგენელია! ეს პირდაპირ არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ მრავლად გვაქვს. ამით ზარალდება ქვეყანა და პირველ რიგში ქართველი ხალხი, რომლებმაც დაპირებები მიიღეს ახლად არჩეული წევრებისგან, ხმა მისცეს მათ, მაგრამ ბიუჯეტს უმტკიცებს ძველი შემადგენლობა, რა არის ეს, თუ არა უბრალოდ ბიუჯეტის ქურდობა, პარტიული ინტერესების ხალხისაზე წინ დაყენება და ძალაუფლების დაკარგვის შიში”, – ამბობს ხოჯევანიშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.