ახალი ამბები

გორელმა ახალგაზრდებმა ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს 



ხიდისთავში ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. აქტივობა გორის ახალგაზრული იდეამ განახორციელა, რომელშიც 19 ახალგაზრდა იყო ჩართული. 

“მოხალისეები ერთი მიზნის გარშემო არიან გაერთიანებული. ეს მიზანი კი თემის უკეთესობისკენ შეცვლაა. ცუდი ამინდის მიუხედავად მათ შეძლეს სოფელი ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და დაბინძურებული გარემოს მდგომარეობის შეცვლა”, – ამბობენ ორგანიზატორები. 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ განხორციელებული აქტივობებით სურთ მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ამით თემისთვის სოციალური სარგებლის მოტანა. 

დატოვეთ კომენტარი