ახალი ამბები

კოვიდგადატანილებისთვის გორში, გახარიას გუნდს დახმარების დაწესება სურს



2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებმა განიხილეს და გორის მერს შენიშვნები გადაუგზავნეს. ქორექტირების ნაწილში წინადადებები მოამზადეს პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმაც, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი დეპუტატია. მამუკა ფანიაშვილი გუნდთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოვიდგადატანილთა დახმარებაც გაითვალისწინოს.

გახარიას გუნდის წევრები, საიდანაც ახალი მოწვევის საკრებულოში 3 წევრია, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას გორის მერს, სოციალურად დაუცველებისთვის სთოვენ.

“2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი შენიშვნები რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამაში ჩაიდოს კოვიდგადატანილთა შემდგომი რეაბილიტაციის თანხა, მედიკამენტები და ა.შ. სოციალურად დაუცველთათვის”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მამუკა ფანიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შეცვლილი ან უცვლელი სახით, გორის მერმა საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს განსახილველად.

დატოვეთ კომენტარი