ახალი ამბები

გორის მე-6 საბავშვო ბაღში კორონავირუსი დადასტურდა, ბაღი კი აგრძელებს მუშაობას



გორში, კორონავირუსი მე-6 საბავშვო ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისევ აგრძელებს მუშაობას. საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ინფიცირებული თანამშრომელს სხვებთან კონტაქტი არ ჰქონია და მშობლებს და სხვა თანამშრომლებს ინფიცირების გავრცელებასთან დაკავშირებით სანერვიულო არ აქვთ.

“მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულებრივად. თანამშრომელი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი შეხება არ ჰქონია სხვებთან, ის თავის საქმეს აკეთებდა. ვირუსი მხოლოდ დღეს დაუდასტურდა, როდესაც “პისიარ” ტესტი გაიკეთა. სანერვიულო არ აქვთ არც მშობლებს და არც თანამშრომლებს, რადგან არც გუშინ ყოფილა ის სამსახურში და არც დღეს“,-აცხადებს ბაღის დირექტორის, თინა წერეთელი.

სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია. მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვითარებას კარგად გაეცნო და ბაღის არ დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დირექტორთან ერთად მიიღო.

“მე-6 ბაღის დირექტორის ინფორმაციით, თანამშრომელი კოვიდდადებითია, რომელსაც დაუცველი კონტაქტი არ ქონია ბაღში არავისთან, გარდა თანაშემწისა, რომელმაც ჯერ ერთი თვე არ გასულა, რაც კოვიდი გადაიტანა. შესაბამისად, დირექტორმა ითხოვა მუშაობის გაგრძელება”, – აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ბოლო დღეების განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა სამსახურში კვირის დასაწყისიდან 2 დღის განმავლობაში მაინც მიდიოდა და ამბობდა, რომ სწრაფი ტესტით covid-19 არ დადასტურებია.

დატოვეთ კომენტარი