ახალი ამბები

პოლიციის პიკაპმა 7 ძროხა გაიტანა – რა მოხდა სვენეთთან



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან, 1 დეკემბერს, გამთენიისას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ნახირს დაეჯახა.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციის პიკაპი იყო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევას 7 ძროხა ემსხვერპლა.

მომხდარზე რადიო “მოზაიკა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, 1-ლ დეკემბერს აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შეტყობინება არ შესულა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები