ადამიანები

33 გოლი 12 ტაიმში – ეთერ სულაშვილის ისტორია

გორის გოგონათა ფეხბურთის გუნდის წევრი, 17 წლის ეთერ სულაშვილი ფეხბურთზე 11 წლის შევიდა, როგორც თვითონ ამბობს ყოველთვის მოწონდა ეს სპორტი და თვლიდა, რომ ეს მისი მოწოდება იყო.

სულაშვილი გორის იუნაიტედის გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია 19 წლამდელებში. ​მას 6 წლიანი კარიერის მანძილზე 33 გოლი აქვს გატანილი. 

ეთო სულაშვილი

ზუსტად არ მახსოვს, ჩემი ჩემი კარიერის მანძილზე რამდენი გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ 12 ტაიმში 33 გოლი გავიტანე. ხშირად ვხედავ გაოცებულ სახეებს, როდესაც იგებენ რომ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ პატივისცემით არიან ყოველთვის ჩემ მიმართ და საზოგადოება დადებითად აღიქვამს.

სულაშვილი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში მალტასთან თამაშს იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, რადგან გამარჯვების გოლი გაიტანა. 

“გუნდში ჩემი პოზიცია თავდამსხმელია, მაგრამ როცა საჭიროა ყველგან შემიძლია დგომა. კარგად მაქვს გაანალიზებული, რომ ყოველთვის ვერ მოვიგებ, შესაბამისად წაგებასაც ადეკვატურად ვხვდები. ჩემი თამაშებიდან მალტასთან თამაშს გამოვარჩევდი იმიტომ რო გამარჯვების გოლი გავიტანე”, – თქვა ეთომ.

ეთო ამბობს, რომ ახალგაზრდები ფეხბურთის თამაშს ხშირად სთხოვენ, მისი თქმით ეს ძალიან სასიამოვნოა მისთვის.

ეთო სულაშვილი

დღის განმავლობაში 2 საათზე მეტს ვვარჯიშობ, კვებით რაიმე სპეციფიურად არ ვიკვებები. ვცდილობ ადრე დავიძინო ხოლმე. ხშირად ხდება, როდესაც მოზარდები მთხოვენ მათთან ერთად ფეხბურთი ვითამაშო, თუ დრო მაქვს, რა თქმა უნდა მათთან ერთად ვთამაშობ, ეს ძალიან მსიამოვნებს.

ეთო სულაშვილს შემოთავაზებები უცხოური გუნდებიდან აქვს, რას გადაწყვეტს ახალგაზრდა ფეხბურთელი და სად გააგრძელებს სპორტულ კარიერას მისი გულშემატკივრები მომავალში გაიგებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.