ახალი ამბები

გორის მერიამ 7 წლამდე ბავშვებისთვის ნახატების კონკურსი გამოაცხადა



გორის მერია პატარებისთვის ნახატების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.

“ნამუშევრების (ორიგინალების) წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. ნამუშევრებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5) წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაციაც: ნახატის ავტორის სახელი და გვარი, ასაკი და მისი კანონიერი წარმომადგენელის ტელეფონის ნომერი. საუკეთესო ნახატები საინფორმაციო მასალაზე და კალენდარზე დაიტანება” , – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საინფორმაციო მასალა და კალენდარი ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით იბეჭდება. მისი მიზანი, აღნიშნული განყოფილების ფუნქცია-მოვალეობისა და მისი ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ მოსახლეობის მეტი ინფორმირებაა.

მერიის ცნობით, გარდა თავისუფალი თემისა, ბავშვებს შეუძლიათ იმუშაონ შემდეგ თემებზეც:

 ჩემი ოჯახი
 წელიწადის დრო
 მე და ჩემი მეგობრები
 ჯანსაღი ცხოვრება
 COVID-19 – ის პანდემია
 რა არის ძალადობა

დატოვეთ კომენტარი