ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ტრენაჟორები 28 ადგილას დამონტაჟდა   

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობები 28 ლოკაციაზე დამონტაჟდა, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, წლის განმავლობაში გორში 11, ხოლო სოფლებში 17 ადგილას მოეწყო. 

“გარე მოხმარების სპორტული მოწყობილებით აქტიურად სარგებლობლობენ განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა”, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტის, ნაწილი კი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.