ახალი ამბები

გორის კლინიკებში 10 თვეში 499 ადამიანი გარდაიცვალა



ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გორის კლინიკებში 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში 499 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 165 პაციენტი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აღნიშნულ პერიოდში 129 ადამიანი გარდაიცვალა, მათი უმრავლესობა – 107 პაციენტი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

“გორმედის” ქსელის გორის კლინიკაში 10 თვეში 369 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან მხოლოდ 58 იყო კოვიდინფიცირებული, დანარჩენ შემთხვევებში გარდაცვალების მიზეზებიდან ყველაზე ხშირია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, კუჭის სიმსივნე და ა.შ

3 გარდაცვალება დაფიქსირდა გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში “იავნანა”. სამშობიაროში 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, სულ დაიბადა 1140 ახალშობილი, საიდანაც 1137 ცოცხლადშობილია, ხოლო 3 მკვდრადშობილი.

დატოვეთ კომენტარი