ახალი ამბები

რაზმაძე: გორის მერიამ ბიუჯეტში საკრებულოს შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებული ვერსია დაუბრუნა. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის, დავით რაზმაძის განმარტებით, განახლებულ დოკუმენტში საკრებულოს შენიშვნებიდან გარკვეული საკითხებია ასახული, ნაწილის შეტანა კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სამომავლოდ დაიგეგმა.

არის რაღაც საკითხები გათვალისწინებული, ნაწილზე კი თქვეს, რომ მომავალში გავითვალისწინებთ, მონიშნული გვაქვსო. – ასეთი პასუხი იყო. ძალიან გაწურული ბიუჯეტია და ბევრი სიახლის დამატება ვერ მოხერხდებოდა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გორის ახალ ბიუჯეტში შენიშვნები მერიამ ნაწილობრივ გაითვალისწინა”, – აღიშნა დავით რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, საკრებულოს წევრები 24 დეკემბრისთვის, რიგგრეშე სხდომაზე ფიქრობენ.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.