ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები საახალწლოდ 7 იანვრამდე დაისვენებენ 



გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვარს დასრულდება. 

“გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი პარასკევია და შესაბამისად, სასწავლო პროცესს 10 იანვარს განვაახლებთ“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი