ახალი ამბები

გორის სპორტის სასახლემ „ფალავანთა ფალავნობა 2021 – ს“ უმასპინძლა



გორის სპორტის სასახლემ „ფალავანთა ფალავნობა 2021 – ს“ უმასპინძლა. აბსოლუტური ფალავნობა ონისე ბუღაძემ, უკვე მეორედ მოიპოვა. მას გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერიის თასი გადასცა.

“გორის სპორტის სასახელში შეკრებილმა ჭიდაობის გულშემატკივარმა საინტერესო, საკმაოდ დაძაბული სანახაობა იხილა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნები, ასევე ევროპის ჩემპიონები ძიუდოსა და სამბოში და მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულები სოლიდური საპრიზო თანხებით დააჯილდოვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.