ახალი ამბები

თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს



ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.


ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცლა.  უწყების განცხადებაში არ არის ნათქვამი ვინ არის და რომელი სოფლის მკვიდრია უკანონოდ დაკავებული მოქალაქე.  “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ […]


ამ დროში, რადიო “მოზაიკამ” ინფორმაციის გავრცელებით, უკვე შეძლო თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების სხვა სურვილების ასრულება. მათთვის სასურველი ნივთების შეგროვება ისევ გრძელდება და საჩუქრებს ხანდაზმულები კვირის ბოლოს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი