განტვირთვა

გორში ძველად გავრცელებული მეტსახელები



„სლოკინა“, „ტროყე,“ „ციფნა,“ „ქუცუნა“, –  ერთ დროს გორში ყველაზე მეტად ეს მეტსახელები ყოფილა გავრცელებული.

სოფელი და მისი მაცხოვრებლები ზედმეტ სახელების გარეშე არ არსებობს. მათ ძირითადად მამაკაცებს არქმევდნენ. იშვიათია მეტსახელიანი ქალი.

ხშირია ისეთი მეტსახელებიც, რომლებიც მეტად ვულგარული ან უცენზურო შინაარსისაა.

მამაკაცების შემთხვევაში, ზედმეტსახელი ხშირად მემკვიდრეობითაც კი გადაეცემათ ხოლმე – მაგალითად, როცა მამას ჰქვია მეტსახელი, მერე შვილსაც იმავე სახელს არქმევენ თანასოფლელები.

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე გავრცელებული ზედმეტსახელები ყოფილა:

აჭაჭო, აჯილა, ბაჯა, ბღუნძი, ბაჭყატა, ბეცია, დუშმანი, დუკია, გეცა, მუცელა, მაჭამე, სლოკინა, ქუცუნა, ქვაბის ძირი, შარვალა, შიფერა, შეთე, ჩიკალიკა, ჩანგალა, ცხენის ბუზი, ჩიჩია, ჩიპლა, ცუგრიტა, ციფნა, წველე, წაპანა, წვერცამეტა, ჭოტა, ჭანურა, ჭიპრონა, ჭუკულა, ჭიჭინა, ხალა, ჯაგა, ჯეჯია, ჯოჯო, წიწიკა, კიჭა, ბაქია და სხვა.

დატოვეთ კომენტარი