ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ გორის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პროტესტი გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.

“ეს ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარმოადგინეს არის მხოლოდ “ქართულ ოცნებაზე” მორგებული. ეს არ არის საკრებულო, ეს არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული ხალხი, გორის მერი დაგვემალა და არ უპასუხა ჩვენს კრიტიკულ შეკითხვებს, უნდა ეთქვა ამომრჩევლისთვის თავის დროზე, რომ ხელფასების მომატებას აპირებდა მერიაში” , – განაცხადა საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ბექა ქორჩილავამ.

საკრებულოს სხდომას ენმ-ის 7 წევრი ესწრებოდა, ისინი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.