ახალი ამბები

გორში ფოიერვერკისთვის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ 3000 ლარი დახარჯა 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ საახალწლოდ პიროტექნიკა ინდ.მეწარმე ნიკლოზ აბრამიშვილისგან შეიძინა.

აღნიშნული მომსახურება სააგენტომ გამარტივებული შესყდივის გზით მიიღო და მასში 3000 ლარი გადაიხადა. 

გორში ახალი წლის ღამეს გალა-კონცერტია დაგეგმილი, ზუსტად 12 საათზე კი ახალ წელს ფოიერვერკებით აღნიშნავენ. 

“ახალი წელი 2022” – ასე ჰქვია გალა კონცერტს, რომელიც გორში 31 დეკემბრის საღამოს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.