ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ვალია ვანიშვილს სურსათი მიუტანა



სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დათა პაპას ცოლს, ვალია ვანიშვილს ​მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით, საახალწლო ნობათი მიუტანა.

სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებმა ვალია ვანიშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში აღნიშნა, რომ არც საკვები აქვს და არც შეშა. პენსიასაც ვერ იღებს, რადგან რუსულ პენსიაზე უარი თქვა, იმის გამო რომ მისი სახლი ოკუპირებულ ნაწილშია 4 თვეა ქართული პენსიაც არ აუღია.

“ანგარიშის ნომერი გამოვაქვეყნე სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ თანხის ჩარიცხვა, ზოგმა პროდუქტი მოიტანა და ჩავუტანეთ ვალია ბებოს. სურსათი იმდენია მთელი ზამთარი ეყოფა. შეშის პრობლემაც აქვს, მაგრამ გორელმა მეგობრებმა, კერძოდ ირაკლი კარიჭაშვილმა მითხრა, რომ ის ჩაუტანს”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი

შეგროვილი თანხით გიგა მაქარაშვილმა ვალია ვანიშვილს პროდუქტი და მედიკამენტები უყიდა.

დატოვეთ კომენტარი