ახალი ამბები

გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორად დავით წეწვაძე დაინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორად დავით წეწვაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გელა კაპანაძე შეცვალა.

დავით წეწვაძე, წლების განმავლობაში, სააგენტოს დაქვემდებარებულ კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.