ახალი ამბები

გორი, ხელთუბნის სკოლა და გოზინაყი ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში

,,საქართველო- პატარა ქვეყანაა დიდი სიყვარულით სავსე’’ , – ეს სიტყვები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ნატალია ანესაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

იგი ორეგონის შტატში , ქალაქ მაკმინვილში დევიდ და შერი ბარტონების ოჯახში ცხოვრობს.

“ნატალიას ხელთუბნის საჯარო სკოლაშიც ყოველთვის შეეძლო ყურადღების ცენტრში ყოფნა , მისი განსაკუთრებულობითა და გონიერებით ამჯერად კი მან შეძლო და დედამიწის მეორე მხარეს გააცნო ადამიანებს მისი პატარა სოფელი – ხელთუბანი. ერთ-ერთმა გაზეთმა ნატალიაზე დაწერა. სტატიაში ნატალია საქართველოს კულტურისა და თავისი პატარა სოფლის – ხელთუბნის შესახებ მოუთხრობს ამერიკელ ხალხს, რომლებიც ისე მოიხიბლნენ ნატალიას მომზადებული ქართული კერძებით, მის მიერ მონათხრობი ამბებით სამშობლოს შესახებ , რომ გადაწყვიტეს , სტატია გამოექვეყნებინათ გაზეთში” , – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს : სტუმარი ღვთის საჩუქარიაო ‘’ , –  ამ სიტყვებით სრულდება ინტრვიუ ნატალიასთან, რომელიც აღნიშნულ გაზეთში გამოქვეყნდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.