ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ სოფელში ძმამ ძმა მოკლა



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი წლის ღამეს მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ძმამ ტყუპისცალი ძმა ცივი იარაღით 31 დეკემბრის საღამოს მოკლა.

მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ცნობილია, მომხდარის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.