ახალი ამბები

გორის მერია დაცვის პოლიციას 3 ობიექტის დასაცავად 255 600 ლარს უხდის



გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაცვის პოლიციასთან ერთლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც უწყება პოლიციას 255 600 ლარს გადაურიცხავს.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, დაცვის პოლიცია 3 ობიექტის დაცვის ვალდებულებას იღებს. ესენია:

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დაცვა – რისთვისაც მერია ყოველთვიურად 9 400 ლარს გადაიხდის;

ასევე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დაცვა – ყოველთვიურად 6 500 ლარი;

და ბოლოს, ისტორიული ძეგლის – გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის დაცვა – ყოველთვიურად 5 400 ლარი.

როგორც ცნობილია, მერიის შენობას 24 საათის განმავლობაში დაიცავს პოლიციის 1 უფროსი ინსპექტორი და 9 უმცროსი ინსპექტორი, საკრებულოს შენობაში იქნება 1 ინსპექტორი და 6 უმცროსი ინსპექტორი და გორის ციხეზე 6 უმცროსი ინსპექტორი.

ისინი შეირაღებულები არიან ცეცხლსასროლი იარაღით და სპეცაღჭურვილობით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები