ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩებს სახელები მიენიჭება 



აძვი, ახალუბანი, ციცაგიაანთკარი, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევი, ქვეში და სათემო, – ეს იმ სოლფების ჩამონათვალია, რომლებშიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში ქუჩების დამისამართება მოხდება და სახელები მიენიჭება. 

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლებში ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე გამარტივდება სასწრაფო სამედიცინო და საფოსტო მომსახურების მიღება.

“სოფელბში ქუჩები დანომრილია, პირობითა პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ რომელიმე გამოჩენილი ადამიანის სახელი და მივანიჭოთ ერთ-ერთ ქუჩას. ეს არის ევროპული ვარიანტი, როცა შევა ერთიან გეგმაში, ყველანაირად გამართული იქნება. მისაღებია ბიზნესისთვისაც და ტურიზმისთვისაც. ეს იყო პრემიერმინისტრის ინიციატივა და საპილოტედ ამოარჩია გორის მუნიციპალიტეტი”, – გვითხრა დავით რაზმაძემ. 

აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ. 

დატოვეთ კომენტარი