ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში უსახელო ობიექტებისთვის ომის გმირების სახელების მიენიჭება სურთ



გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელ კარალეთსა და შერთულში უსახელო ობიექტებისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების სახელების  მინიჭება სურთ.

დადგენილების მიხედვით, სოფელ კარალეთის მეორე საჯარო სკოლას უნდა მიენიჭოს ოთარ სუხიტაშვილის სახელი, ხოლო შერთულში უსახელო ქუჩას და სკვერს გოგიტა მაკრახიძის სახელი.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ.

ინფორმაციისთვის, ოთარ სუხიტაშვილი და მაკრახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები არიან. სუხიტაშვილი იმ ტანკში იჯდა, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა, ეს იყო 406-ე ტანკი, რომლის მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო, მძღოლი ბირთველიშვილი, მეთაური გია რომელაშვილი. აგვისტოს ომში ბრძოლის ველზე დაიჭრა გოგიტა მაკრახიძე, ის 9 აგვისტოს დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი