ახალი ამბები

5950 ლიტრი საწვავი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის 



გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ლიმიტები განისაზღვრა. 

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. 

“გამომდინარე იქიდან, რომ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეძლონ დროულად და სრულყოფილად საქართველოს კანონმდებლობით მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელება, საჭიროა გორის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საწვავის ლიმიტების დამტკიცება”, – ნათქვამია განკარგულებაში. 

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 14 ავტომობილია. ნაწილი ბენზინს მოიხმარს, ნაწილი კი – დიზელს. 

6 ავტომობილისთვის 3 300 ლიტრი ბენზინი განისაზღვრა, 8 ავტომობილისთვის კი – 2650 ლიტრი დიზელი. 

საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის 5950 ლიტრი საწვავი განისაზღვრა. 

დატოვეთ კომენტარი