ახალი ამბები

ზერტი-კვარხეთის დამაკავშირებელ გზაზე ჭკვიანი კამერების განთავსებას ითხოვენ



გორის მუნიციპალიტეტის სოფელების კვარხეთი-ზერტის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ადგილობრივი მოსახლეობა ჭკვიანი კამერების განთავსებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან, რაც ავარიების საფრთხეს ქმნის. მოსახლეობამ ე.წ ჭკვიანი კამერების დაყენების მოთხოვნით გორის მერიას მიმართა.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: კვარხეთი – ზერტის დამაკავშირებელ გზაზე მოეწყო ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი შეისწავლა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოსთან ერთად და მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნულ გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური სიჩქარე განისაღვროს 60 კილომეტრი საათით და განთავსდეს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ოთხი ერთეული საგზაო ნიშანი – 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, – წერია განკარგულებაში

საკითხზე დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.