ახალი ამბები

გორთან ახლოს ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა 

გორთან ახლოს, ავტობანზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს.

“გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შრუბის ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი დაშაებული არასრულწლოვანის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.