ახალი ამბები

მერია: ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი  აშშ-ი მასწავლებელია, სიცრუეა

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვლადიმერი ხინჩეგაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია რომ ხინჩეგაშვილი აშშ-ი ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში’’ მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

“გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში’’. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.