Back to Top
ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021 13:53

„ემიგრანტობას რა ვუთხარი, ზერტი რო მოგენატრება“ - კობა სუბელიანის პოსტი 

Written by
Rate this item
(0 votes)

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

 

 

"გორელი კოლორიტი იყო ერთი ტროყო. სოფელ ზერტში ხატობაზე სტუმრად მყოფს უმიზეზოდ აუხირდნენ გადამთვრალი ზერტელები და მაგრად სცემეს. თქვენ გასწავლით ჭკუასო - დამუქრა ტროყო. თბილისში ელიავაზე რომ მუშები დგანან აი ეგეთი ადგილია გორში, შვიდ ნომერს ეძახიან. ხო და როგორც წესი ყოველ დღე იქ არიან ეს ზერტელები, შრომის ბირჟაზე უშრომლად.  ტროყომ შავი ვოლგა და შარვალ კასტუმი ითხოვა და მიადგა ამათ ბირჟას -კედელი მაქვს მოსანგრევიო და წაასხა ეს ზერტელები თითო თუმნად. მიაყენა გორის ციხეს და დაწყებინა ნგრევა. თვითონ კულტურის განყოფილებაში ჩავიდა - შაჰ აბაზმა ვერა დააკლო გორის ციხეს და აგე, ზერტელები ანგრევენო. დაიძრა მთელი გამგეობა და მთელი გორი. ისე უცემიათ ეს შენი ზერტელები რომ წიოკი რუისში ისმოდაო. ემიგრანტობას რა ვუთხარი, ზერტი რო მოგენატრება",- წერს სუბელიანი. 

 

 

 

 

 

 

Read 1655 times