აღსანიშნავია, რომ მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაითვალისწინა.
ამავე თემაზე: გორის მერია 2021 წელს, გზების რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 775 ათას 100 ლარის დახარჯვას გეგმავს
2021 წლის ბიუჯეტი 42 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეების განვითარება და სოციალურ პროექტები დასახელდა.
ამავე თემაზე: გორის მერია: 2021 წლის ბიუჯეტი 700 ათასი ლარით გაიზარდა
რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც წელსაა დაგეგმილი:
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, ასევე გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც მუნიციპალური განვითარების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშოები უკვე დაწყებულია.
660 მეტრი სიგრძის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას 2 053 186 ლარი მოხმარდება. სამუშაოებს კომპანია "იბოლია" ასრულებს.
ამავე თემაზე: გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი განახლდა