Back to Top
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 13:15

ორგანიზაციები გორში, რომლებიც უფასო იურიდიულ მომსახურებას გვთავაზობენ

Rate this item
(0 votes)

გორში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. ისინი უზრუნველყოფენ უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის.

 

ადამიანის უფრლებათა ცენტრი ერთ- ერთია, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს იურიდიულ დახმარებას, როგორც წარმომადგენლობით, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.


“ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვას, დარღვევათა მონიტორინგსა და დოკუმენტირებას. მოქალაქეებს ვთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ისე სატელეფონო და ონლაინ სახით. საქმის შინაარსიდან გამომდნარე, ვერთვებით და სრულ უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევთ მოქალაქეებს, მათ შორის წარმოადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, შსს-ში და პროკურატურაში, ასევე სასამართლოში", - ამბობს ლექსო მერებაშვილი.


კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ უწევენ დახმარებას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, ორგანიზაციაში მუშაობა პანდემიის პერიოდშიც არ შეფერხებულა. ისინი მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციას და საადვოკატო მომსახურებას უწევენ.


“შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენმა ორგანიზაციამ დისტაციურ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. ჩვენი მომსახურება არის უფასო. გვაქვს ონლაინ და დისტანციური კონსულტაციები, დოკუმენტების შედგენა, საადვოკატო მომსახურება იმ კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ორგანიზაციულად გვაქვს კრიტერიუმი შემუშავებული. ეს არის ფართო სფერო, მათ შორის, პანდემიიდან გამომდინარე არსებული პრობლემები, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა. ყველა სფეროში ჩვენ საქმიანობას მოსახლეობას ვთავაზობთ უფასოდ, ოფისის კართან ნომრებია გამოკრული. ასე, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ“, - თქვა ქეთი ბებიაშვილმა.


გორში იურიდიული კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ადვოკატის უფასო მომსახურებას მოქალაქეებს იურიდიული დახმარების ბიუროც სთავაზობს.


“გადახდის უუნარო პირებს ვუწევთ საადვოკატო მომსახურებას სამოქალაქო საქმეებზე, ასევე ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას , კონსულტაციას ვუწევთ ყველას უფასოდ. დისტანციურად გვიწევს ახლა მუშაობა, დარეკავთ ჩვენს ნომერზე რომელიც გამოკრულია, და საჭიროების შემთხვევაში კონსულტანტი მიდის ადგილზე“, - ამბობს გიგა ჯეირანაშვილი.


ამ ეტაპზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში მოქალაქეთა მიღება, პანდემიის გამო შეწყვეტილია, თუმცა ისინი დისტანციურად ეკონტაქტებიან დახმარების მსურველ მოქალაქეებს.