Back to Top
პარასკევი, 09 აპრილი 2021 17:17

„ჩემს შვილს დაჭერით დაემუქრა“-ამირან ქრისტესიაშვილს მუქარაში ადანაშაულებენ

Rate this item
(0 votes)

24 წლის ნოდარ ტატუნაშვილის დედა გუბერნატორის ამჟამინდელ მოადგილეს მისი შვილის მიმართ, მუქარაში ადანაშაულებს. ნინო ტატუნაშვილის თქმით, ამირან ქრისტესიაშვილი მის შვილს დაპატიმრებამდე ციხეში დაჭერით დაემუქრა.

 

 

ნოდარ ტატუნაშვილის პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან 2015 წლიდან დაიწყო. ის რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა ბრალის დადასტურება ვერცრთხელ შეძლეს. ბოლოს ის 2019 წელს სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

 

"ყველა პროცესზე გამამართლებელი განაჩენი გვაქვს. გირაო რაც შევიტანეთ უკან დაგვიბრუნეს. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ჩემი შვილი. კომპენსაციაც დააკისრეს პროკურატურას, რომელიც ჯერ არ მიგვიღია. ამირან ქრისტესიაშვილი მე-5 განყოფილების უფროსი იყო მაშინ. აქ ჩემს თვალწინ დაემუქრა ნოდარს, როცა იქნება მაშინ დაგიჭერ. მაინც ამოგაყოფინებ თავს იქ სადაც მინდა რომ იყოო და შეასრულა კიდეც", -ამბობს პატიმრის დედა, ნინო ტეტუნაშვილი.

 

 

შიდა ქართის გუბერნატორის ამჟამინდელი მოადგილე თბილისში ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. პატიმრის დედის ბრალდებას ამირან ქრისტესიაშვილი სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსს უსაფუძვლო ბრალდებებზე მისი მხრიდან პასუხი არასერიოზული იქნება.

 

 

"კომენტარს არ გავაკეთებ მსგავს სულელურ განცხადებებზე,თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ჩემთან დამიკავშირდეს და ვუპასუხებ", -უთხრა რადიო "მოზაიკას" ამირან ქრისტესიაშვილმა.

 

 

პატიმრის დედა ამბობს, რომ მის შვილს ციხეში შეურაცხყოფებს აყენებენ და კომუნიკაციის უფლებებსაც უზღუდავენ. ნინო ტატუნაშვილი ყურადღებას და მისი შვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.