Back to Top
ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021 14:34

სოფლად მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები-ნათია მჭედლიძე ნიქოზიდან

Rate this item
(0 votes)

ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან, დასაქმების პრობლემა, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის ყოველდღიურობად იქცა.

 

 

ნიქოზში მცხოვრები ნათია მჭედლიძე საკუთარი სოფლის მაგალითზე და იქ მცხოვრები ქალების საჭიროებებზე საუბრისას ყურადღებას დასაქმების პრობლემაზე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებს.

 

 

" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფმა ხაზმა ჩვენ სოფელთანაც გაიარა, საფრთხიდან გამომდინარე, თანდათან ხდებოდა სოფლიდან ადამიანების გადინება სამსახურების საძებნელად. სიტუაციის გამოსწორების მიზნით სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიანიჭეს, რაც შეღავათებს გულისხმობს კომუნალურ გადასახადზე, დანამატს პენსიაზე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, შიში სიტუაციის გაუარესებისა ყოველთვის არსებობს, საშინელი სროლის ხმა ისმის, როცა წრთვთნებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე", -ამბობს ნათია.

 

 

ნათია ამბობს, რომ პანდემიამ სოფელში მცხოვრები ქალების მდგომარეობა უფრო გაართულა. 

 

 

"დიდი გამოწვევა იყო კოვიდპანდემია, სრული "ლოქდაუნის" დროს არ იყო ტრანსპორტი, რომ არა სოფლის ამბულატორია და მაღაზია, ოჯახები პროდუქტისა და მედიკამენტების გარეშე დარჩებოდნენ, ონლაინ სწავლებამ დიდი პრობლემა შეუქმნა დედებს, ინტერნეტის და საჭირო მოწყობილობების არქონის გამო, ბავშვები ვერ ახერხებდნენ გაკვეთილებზე დასწრებას და სრულფასოვანი ცოდნის მიღებას", - გვითხრა ნათიამ. 

 

ნათიას თქმით, სხვა სოფლების მსგავსად, ნიქოზში მცხოვრებ ქალებს დასაქმების პრობლემა აქვთ. ყოველთვიური შემოსავლისთვის სამსახურის პოვნის შემთხვევაშიც კი, ისინი მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ. 

 

 

 

სოფელში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ნათია მჭედლიძე სხვასხვა პროექტების განხორციელებაშია ჩართული. მისი თქმით, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად არაერთი აქტივობა განახორციელა. 

 

 

 

 

 

"ვმუშაობ თემში ასოციაცია "თანხმობის "მიერ დაარსებულ საინტეგრაციო ცენტრში. სადაც თემის მოსახლეობისათვის, ხანდაზმულებისთვის,ბავშვებისა და ქალებისთვის სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ქალბატონებმა გაიარეს,კომპიუტერის და საოფისე პროგრამების კურსი,ჭრა-კერვის კურსი,სტილისტის კურსი თექის დამუშავების და დამზადების კურსი . ტრენინგები სხვადასხვა თემაზე:ლიდერობა,ადვოკატირება,თემის მობილიზირება,13 25 რეზოლიუცია და ა.შ. ახალგაზრდებისთვის იმართებოდა ინტელექტუალური შეჯიბრებები, სადაც ჩართული იყვნენ გამყოფი ხაზის სხვადასხვა სოფლები. ზაფხულობით ეწყობოდა დღის ბანაკები, სადაც ისინი იძენდნენ გამოცდილებას და ცოდნას სხვადასხვა საკითხებზე",- ამბობს ნათია. 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.