Back to Top
ორშაბათი, 26 აპრილი 2021 15:36

სოფლად მცხოვრები ქალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა პანდემიის პერიოდში

Rate this item
(0 votes)

ერთ დღეს მთელმა მსოფლიომ განსხვავებულ რეალობაში გაიღვიძა. კოვიდპანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა გავლენა ყველაზე და ყველაფერზე მოახდინა. ეკონომიური მდგომარეობის გარდა, ადამიანები ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

 

პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარება სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, განსაკუთრებით რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ყოველდღიურ, სოციალურ პრობლემებს ლოქდაუნით გამოწვეული აკრძალვებიც დაერთო. 

 

 

 

 

 

კარალეთში მცხოვრები მაია აწკარუნაშვილი ამბობს, რომ მის სოფელში მცხოვრებ ქალებისთვის პანდემიის პერიოდში ყოველდღიურობა უფრო გართულდა.  ამბობს, რომ ქალების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა. 

 

 

"ტრანსპორტი არ დადიოდა, ქალაქში ვერ ჩამოდიოდნენ, მეზობელთან გასვლა არ შეიძლებოდა და ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ძალიან იმოქმედა ქალების ფსიქოლოგიაზე",- ამბობს მაია. 

 

 

 

 

 

" პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევრად. სოფელში მცხოვრები ქალები იძულებულნი გახდნენ საკუთარის გარდა, სხვის ბაღებში იმუშაონ და მცირედი შემოსავალი მიიღონ. შემდეგ დაღლილები ბრუნდებიან და სახლის საქმეებს უძღვებიან, შვილებს, შვილიშვილებს, პირუტყვს უვლიან და ასე შემდეგ", - ამბობს მაია აწკარუნაშვილი

 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.